პროექტი
воскресенье, 30 июня 2013 г.
суббота, 8 июня 2013 г.
1.პროექტის სახელწოდება: როგორ დავეხმაროთ ,,დაავადებულ" გარემოს გამოჯანმრთელებაში?2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით: საკუთარი წვლილი შეიტანონ მოსწავლეებმა ბუნების დაცვაში,დანაგვიანებული ტერიტორიების დასუფთავებაში,მცენარეთა გაშენებასა და მოვლაში.
3.პროექტის აქტუალობა: დანაგვიანებული ტერიტორიები დასუფთავდება და ნარგავები დაირგვება.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა გააცნობიერონ,რომ ადამიანები არასწორი ქცევით აავადებენ გარემოს.შეძლონ ადამიანისა და გარემოს ურთიერთდამოკიდებულების აღწერა.შეძლონ საყოფაცხოვრებო ნარჩენების სწორად განთავსება და გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა, საკუთარი წვლილის შეტანა ბუნების დაცვაში.
5.მონაწილეთა ასაკი: 10-13 წ.
6.ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს შეეძლებათ გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა ,გამოუმუშავდებათ გარემოში სისუფთავის დაცვის მოთხოვნილება,საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გასუფთავდება კონკრეტული ტერიტორიები და დაირგვება ნარგავები.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ჰიგიენური ხელთათმანები, გრძელი ჯოხები,ცელოფნის დიდი პარკები, ახალი ნარგავები,ბარი,სარწყავი ჭურჭელი, წყალი, ფოტოაპარატი.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
რამდენიმე კლასიდან შერჩეული მოსწავლეები
--ათვალიერებენ ტერიტორიებს,
--ასუფთავებენ დანაგვიანებულ ტერიტორიას,
--შეგროვილ ნაგავს ათავსებენ ცელოფნის პარკებში,
--შეგროვილი ნაგავი დაიწვება(რისი დაწვაც მოხერხდება),ნაწილი კი სპეციალურ ნაგავსაყრელზე გადაიყრება,
--დასუფთავებულ ტერიტორიაზე დაირგვება ნარგავები,
--ახალ ნარგავსებს წყალს დაუსხამენ,
--გადაღებენ ფოტოსურათებს.
--სტენდის გაკეთება
--პრეზენტაცია მოწვეულ სტუმრებთან(მშობლები,მასწავლებლები) ერთად.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნებისმეტყველება.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):მეგი გეჯაძე.
12.ხელმღვანელის ელ.ფოსტა:megigejadze@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:megigejadze.blogspot.com
Подписаться на:
Сообщения (Atom)
.jpg)